ავტორიზაცია

ბენფიკამ ბრიუგეს გადაურბინა, ჩელსიმ კი დორტმუნდს დაუქამბექა - ლიგის პირველი მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

ბენფიკამ ბრიუგეს გადაურბინა, ჩელსიმ კი დორტმუნდს დაუქამბექა - ლიგის პირველი მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ
თარიღი 08 მარ 2023, 02:18
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალების პირველი სათამაშო დღე მიიწურა და პირველი მეოთხედფინალისტების ვინაობაც გავარკვიეთ.

პირველ შეხვედრაში „ბენფიკამ“ „ბრიუგესთან“ ჯერ კიდევ ბელგიაში დაწყებული საქმე (2:0) ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და პორტუგალიაში მეტოქე 5:1 გაანადგურა.

შედეგად, ლისაბონური კლუბი მერვედფინალში დამაჯერებლად გავიდა. გუნდის შემადგენლობაში გოლები გონსალო რამოშმა (2), რაფა სილვამ, ჟოაო მარიომ (პენ) და დავიდ ნერეშმა გაიტანეს.

მეორე მატჩში კი „ჩელსიმ“ „დორტმუნდს“ „სტემფორდ ბრიჯზე“ უმასპინძლა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სიტუაციის გამოსწორება სჭირდებოდა - პირველი მატჩი გუნდს სტუმრად 0:1 ჰქონდა წაგებული.

ამის გაკეთება პოტერის გუნდმა მოახერხა და 2:0 იმარჯვა - 43-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა ანგარიში გახსნა, 53-ზე კი კაი ჰავერცმა პენალტი მეორე ცდიდან ზუსტად შეასრულა და გადამწყვეტი უპირატესობაც მოუტანა თავის გუნდს.

ამრიგად, „ბენფიკა“ და „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალისტები არიან.