ავტორიზაცია

ბენფიკას ნახევარმცველი ლა ლიგის კლუბში გადავიდა

ბენფიკას ნახევარმცველი ლა ლიგის კლუბში გადავიდა
თარიღი 06 Jul 2021, 00:12

"ბენფიკას" ნახევარმცველი, ფრანკო სერვი "სელტას" ფეხბურთელი გახდა, წერს ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი.

27 წლის არგენტინელმა ლა ლიგის კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სერვი 2016 წლიდან პორტუგალიაში ასპარეზობდა. გასულ სეზონში მან 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.

აგრეთვე, სერვის აქტივში არგენტინის ნაკრების მაისურით გამართული ოთხი შეხვედრაა.