ავტორიზაცია

ბენზემა: "რეალს საუკეთესო ფორმაში მყოფი აზარი სჭირდება"

ბენზემა: "რეალს საუკეთესო ფორმაში მყოფი აზარი სჭირდება"
თარიღი 24 იან 2021, 16:37
მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ, ედენ აზარზე ისაუბრა.

ბელგიელმა შემტევმა „ალავესთან“ განვლილ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

„აზარი „ჩელსიში“ საუცხოოდ ასპარეზობდა და ახლა საკუთარი სახელი „რეალის“ ისტორიაშიც აქვს ჩასაწერი.

ის მწყობრშია, დღიდან დღემდე უკეთესი ხდება. ედენი ბევრს მუშაობს და კარგი მატჩი ჰქონდა. „რეალს“ აზარის საუკეთესო ვერსია სჭირდება.“ - ციტირებს ბენზემას სიტყვებს AS.

„რეალის“ ღირსებას ბელგიელი 2019 წლის ზაფხულის შემდეგ იცავს.