ბენზემამ უპასუხა კითხვას, გაუხარდება თუ არა, ოქროს ბურთი კურტუამ რომ მოიგოს და არა მან
"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ მადრიდელთა გოლკიპერს, ტიბო კურტუას მსოფლიოს საუკეთესო მეკარე უწოდა.
ფრანგმა სუპერვარსკვლავმა უპასუხა კითხვას, გაუხარდება თუ არა, თუ "ოქროს ბურთს" არა ის, არამედ ბელგიელი მოიგებს.
"ჩემთვის ტიბო კურტუა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. "ოქროს ბურთის" თაობაზე ვერაფერს ვიტყვი", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს ESPN-ი.
მოგეხსენებათ, "რეალმა" დღეს უეფას სუპერთასზე ფრანკფურტის "აინტრახტი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მორიგ ტიტულს დაეუფლა.
აღნიშნულ შეხვედრაში 34 წლის ბენზემამ გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 30 წლის კურტუამ ზედიზედ მეოთხე ფინალში შეინახა საკუთარი კარი მშრალად.