ავტორიზაცია

ბექჰემის სუპერ გეგმა — 2023/24 წლების სეზონისთვის ინტერ მაიამიში "დიდ ოთხეულს" ვიხილავთ?

ბექჰემის სუპერ გეგმა — 2023/24 წლების სეზონისთვის ინტერ მაიამიში "დიდ ოთხეულს" ვიხილავთ?
თარიღი 27 მარ 2022, 18:16

"ინტერ მაიამის" თანამფლობელს, დევიდ ბექჰემს ამერიკულ კლუბში იმ 4 ფეხბურთელის მიწვევა სურს, რომელსაც "ბარსელონაში" უთამაშია.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

ასე და ამგვარად, როგორც იწერება, ლეგენდარულ ინგლისელს იმედი აქვს, რომ მის გუნდში თავდამსხმელები, ლიონელ მესი ("პსჟ") და ლუის სუარესი ("ატლეტიკო"), ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა") და მცველი ხორდი ალბა ("ბარსელონა") ითამაშებენ.

თუ ბექჰემის გეგმა შესრულდება, ზემოთნახსენები ოთხეული 2023/24 წლების სეზონს "ინტერ მაიამიში" დაიწყებს.

მოგეხსენებათ, MLS-ის კლუბი 2018 წელს დაფუძნდა და მის ღირსებას ერთი სუპერვარსკვლავი უკვე იცავს - გონსალო იგუაინი.