ავტორიზაცია

"ბევრი ფიქრობდა, რომ მაღალ დონეზე დაბრუნებას ვერ შევძლებდით, მაგრამ ჩვენ პსჟ ვართ" — ხვიჩა კვარაცხელია

"ბევრი ფიქრობდა, რომ მაღალ დონეზე დაბრუნებას ვერ შევძლებდით, მაგრამ ჩვენ პსჟ ვართ" — ხვიჩა კვარაცხელია
თარიღი 12 Mar 2026, 09:51
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ-მ საკუთარ კედლებში ჩელსი მიიღო და მეტოქე 5-2 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია შეცვლაზე შემოვიდა, დუბლი და ასისტი გაიფორმა და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მატჩის შემდეგ კი კომენტარი გააკეთა.

"ბედნიერი ვარ, რომ გუნდს მოგებაში დავეხმარე, განსაკუთრებით კი ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ჩელსია. დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ახლა უკვე შემდეგი მატჩისთვის ვკონცენტრირდეთ."

"დიახ, ბევრი ფიქრობდა, რომ მაღალ დონეზე დაბრუნებას ვერ შევძლებდით, მაგრამ ჩვენ პსჟ ვართ და დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ლონდონში 3 ბურთიანი უპირატესობით ჩავალთ და ეს შესანიშნავია"
— ხვიჩა კვარაცხელია.

გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 17 მარტს, ლონდონში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე აიღებს სტარტს.