ავტორიზაცია

ბევრი ლამაზი მომენტი და საკას დუბლი - ინგლისმა პირველ შეხვედრაში გაილაღა

ბევრი ლამაზი მომენტი და საკას დუბლი - ინგლისმა პირველ შეხვედრაში გაილაღა
თარიღი 21 Nov 2022, 19:29
მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის პირველ ტურში ინლისის ნაკრები ირანს დაუპირისპირდა. 

"ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე" გამართული შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ინგლისის გამარჯვებით 6:2 დასრულდა.

ანგარიში 35-ე წუთზე შოუს ჩაწოდებას ბელინგემი გამოეხმაურა (1:0). 43-ე წუთზე ბუკაიო საკამ სხვაობა ორბურთიანი გახადა. 45+1 წუთზე პირველი ტაიმის ბოლო გოლი სტერლინგმა გაიტანა.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა, 62-ე წუთზე საკამ დუბლი გაიფორმა. აქედან სამ წუთში მეჰდი ტარემიმ ერთი ბურთი გაქვითა (4:1). 71-ე წუთზე ცვლილებიდან გამოსვლიდან 1 წუთში მარკუს რეშფორდმა შეაგდო. რასაც 90-ე წუთზე ჯეკ გრილიშის გოლი მოჰყვა. შეხვედრის ბოლო გოლი 90+13 წუთზე მეჰდი ტარემმა შეაგდო და დუბლი გაიფორმა (6:2).