ავტორიზაცია

"ბევრი შეცდომა დავუშვით", - არტეტა სიტისთან მატჩს აფასებს

"ბევრი შეცდომა დავუშვით", - არტეტა სიტისთან მატჩს აფასებს
თარიღი 22 თებ 2021, 01:53
პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "არსენალს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ წაგებული თამაში შეაფასა.

"ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა გაშვებული გოლის დროს, შეცდომა ძალიან მარტივ სიტუაციაში მოგვივიდა და ამაზე სამუშაო გვაქვს.

გაშვებული გოლის შემდეგ, ჩვენი თამაშის წარმართვა გაგვიჭირდა და საპასუხო გოლი ვერ გავიტანეთ.

თავდაჯერებულობა უნდა შევინარჩუნოთ და მომდევნო მატჩებში წარმატებულად გამოვიდეთ", - განაცხადა არტეტამ.