"ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად" — ხვიჩა კვარაცხელია

ხვალ, 11 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრება. აღნიშნული მატჩის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.
"ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად, სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი მინიმალური შანსი გვექნება. ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშები გველის. იმედი მაქვს, მწვრთნელის დავალებებს შევასრულებთ და ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება" — ხვიჩა კვარაცხელია.
საქართველოს და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.