ავტორიზაცია

ბილბაოს ატლეტიკის აღზრდილი 23 წლის ფეხბურთელი ავარიაში გარდაიცვალა

ბილბაოს ატლეტიკის აღზრდილი 23 წლის ფეხბურთელი ავარიაში გარდაიცვალა
თარიღი 04 იან 2021, 12:41
ბილბაოს „ატლეტიკის“ 23 წლის აღზრდილი, აიტორ განდიგა, ავტოავარიაში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბასკური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

როგორც აღმოჩნდა, ავარია გუშინ, 3 იანვარს, მარკინ-ჰემეინის მუნიციპალიტეტში მოხდა. Peugeot-ის ფირმის ავტომობილი, რომელსაც ფეხბურთელი მართავდა, ავტობუსს შეეჯახა.

ნახევარმცველი ადგილზე გარდაიცვალა, მისი ცხედრის მანქანიდან ამოტანა კი მაშველებს მოუწიათ. გარდა ამისა, დაშავდა ავტობუსის მძღოლი და ერთ-ერთი მგზავრიც, თუმცა მათ დახმარება ადგილზე გაეწიათ.

ავარიის მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

არც ისე დიდი ხნის წინ, „ატლეტიკმა“ განდიაგა მესამე დივიზიონის გუნდ „ჰერნიკში“, მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაუშვა.

ტრაგედიის გამო თავისი მწუხარება უკვე გამოთქვეს „ატლეტიკის“ ფეხბურთელებმა - იკერ მუნიაინმა და იბაი გომესმა.