ბილბაოს ატლეტიკმა მალიორკა დაამარცხა და ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა!

"ბილბაოს ატლეტიკმა" კოპა დელ რეის ფინალში "მალიორკა" დაამარცხა და ეს ტიტული 40-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვა.
ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ძირითადი და დამატების დროის 1:1 დასეულების შემდეგ, პენალტების სერიაში მეტოქე 4:2 დაამარცხა.
ამრიგად, ესპანეთის "ატლეტიკმა" 25-ე კოპა დელ რეი მოიგო - მხოლოდ ერთ კლუბს "ბარეელონას" აქვს მეტი გამარჯვება პრესტიჟულ ტურნირზე, რომელმაც თასი 31-ჯერ მოიგო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლოს "ატლეტიკმა" ესპანეთის თასი 1984 წელს მოიგო.