ავტორიზაცია

ბილბაოს ატლეტიკთან ნიკო უილიამსის ახალი კონტრაქტი 50 მილიონი ევროს გათავისუფლების პუნქტს მოიცავს

ბილბაოს ატლეტიკთან ნიკო უილიამსის ახალი კონტრაქტი 50 მილიონი ევროს გათავისუფლების პუნქტს მოიცავს
თარიღი 21 ოქტ 2023, 13:17
"ბილბაოს ატლეტიკი" ახლოსაა თავდამსხმელ ნიკო უილიამსში ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან.

ესპანური გამოცემის Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მოთამაშის ახალი ხელშეკრულება 50 მილიონი ევროს ოდენობით გათავისუფლების პუნქტს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ უილიამსის მიმართ აქტიურ ინტერესს კატალონიური "ბარსელონა" იჩენდა.

მიმდინარე სეზონში უილიამსმა ესპანეთის ჩემპიონატში ექვსი მატჩი ჩაატარა, სადაც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.