ავტორიზაცია

ბილბაოს თვითმფრინავი მადრიდში ვერ დაეშვა და უკან გაფრინდა - მატჩი გადაიდო

ბილბაოს თვითმფრინავი მადრიდში ვერ დაეშვა და უკან გაფრინდა - მატჩი გადაიდო
თარიღი 09 იან 2021, 16:13
ბილბაოს „ატლეტიკის“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი მადრიდში ვერ დაეშვნენ.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, ძლიერი თოვლისა და გაყინული გზების გამო, ბასკური გუნდის თვითმფრინავმა მადრიდში დაშვება ვერ მოახერხა და აეროპორტის თავზე განხორციელებული რამდენიმე წრის შემდეგ, ბილბაოში დაბრუნდა.

შეხვედრა „ატლეტიკო“ – „ატლეტიკი“ დღეს, 9 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გადაიდო.

აქამდე, ანალოგიურ სიტუაციაში მადრიდის „რეალი“ აღმოჩნდა, თუმცა მადრიდელებმა პამპლონაში ჩაფრენა მაინც მოახერხეს და „ოსასუნასთან" მატჩი გაიმართება.