ბირმინგემმა ჩელსის მცველი ინათხოვრა
"ბირმინგემმა" "ჩელსის" მცველი, ხუან კასტილიო ინათხოვრა, იუწყება კლუბის ოფიციალური პრესსამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, საიჯარო ხელშეკრულება ერთ სეზონზეა გათვლილი.
21 წლის ჰოლანდიელმა გასული სეზონი არენდით "ალკმაარსა" და "დენ ჰააგში" გაატარა.
საერთო ჯამში, კასტილიომ 2020/21 წლების სეზონში ორი ჰოლანდიური კლუბის მაისურით 24 მატჩი ჩაატარა.