ბირმინგემმა მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი ინათხოვრა
"ბირმინგემმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ტაჰიტ ჩონგის იჯარით დამატება დაადასტურა.
21 წლის ჰოლანდიელი კლუბში 2021/22 წლების სეზონს გაატარებს.
2020/21 წლების სეზონის მეორე ნახევარი ჩონგმა "ბრაიტონში" აგრეთვე არენდით იასპარეზა.
"ეშმაკუნების" ფორვარდმა "ბრაიტონის" მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.