ბლოგი პროგნოზების ლიგა Kinkladze Grassroots Cup Georgia ზაფხულში გვიბრუნდება

ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ქინქლაძის ფონდისა მხარდაჭერით და Grassroots Cup Georgia-ს ორგანიზებით, 7-11 წლამდე ბავშვებს შორის საფეხბურთო ტურნირი - Kinkladze Grassroots Cup Georgia წელს ზაფხულში ჩატარდება.
ტურნირი 21-26 ივნისს “ინტერის” აკადემიის მოედნებზე, 5 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 98 გუნდი მიიღებს, დღეში 50 მატჩი ჩატარდება.
ქინქლაძის ფონდისა და Grassroots Cup Georgia-ს თანამშრომლობა საქართველოში ახალგაზრდა ტალანტების ხელშეწყობის, ფეხბურთის მხარდაჭერის, უნარების განვითარებისა და ღირსეულ სპორტსმენად ჩამოყალიბებასთან მიმართებაში თანხვედრას გულისხმობს.
ურთიერთთანამშრომლობა დაფუძნებულია ტურნირის მონაწილეთათვის უნიკალური გამოცდილების შექმნაზე, შეჯიბრების საჭირო რესურსით უზრუნველყოფაზე, მოედანსა და მის მიღმა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შესაძლებლობების მიცემაზე.
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელისა და ქინქლაძის ფონდის თანადამფუძნებლის, გიორგი ქინქლაძის თქმით, Kinkladze Grassroots Cup Georgia ქვეყანაში ბავშვთა ფეხბურთის და შემდგომ ამ სახეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია:

"მოხარული ვარ, რომ წელს უკვე მეორედ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან და ვიტყოდი, საჭირო პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, ფეხბურთის განვითარებისთვის ზრუნვა იწყება ბავშვთა ფეხბურთიდან და ჩემთვის დიდი პატივია 7-11 წლამდე ბავშვებში ტურნირის ჩატარებაში მონაწილეობა. გასულ წელს ვნახე თუ რაოდენ დიდი სიხარული, იმედი და ბევრი დადებითი ემოცია მოუტანა Kinkladze Grassroots Cup Georgia-მ ბავშვებს. სწორედ ეს ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და ქართული ფეხბურთის იმედი. მჯერა, ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს აღმოვაჩენთ და ასევე, ეს პროექტი იქნება ბევრი ბავშვისთვის ინსპირაცია და სტიმული, გააგრძელონ ვარჯიში, იშრომონ და გახდნენ დიდი ფეხბურთელები" - გიორგი ქინქლაძე.
Grassroots Cup Georgia-ს დამფუძნებელი ზუკა დვალიშვილი, ქინქლაძის ფონდთან თანამშრომლობასა და მორიგი მასშტაბური ტურნირის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი პატარა ფეხბურთელებისთვის ახალი შესაძლებლობაა:
"გიორგი ქინქლაძის წვლილი ქართულ ფეხბურთში ყველასთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, ბევრ ბავშვია შთაგონებული ქინქლაძის საფეხბურთო უნარებით, ბევრს სურს ითამაშოს გიორგი ქინქლაძის მსგავსად. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ჩართულობა Grassroots Georgia-სთვის უდიდესი პატივი და მოტივაციაა. მოხარულები ვართ, რომ ქინქლაძის ფონდი ჩვენი ერთგული პარტნიორია და მიეცემათ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს შესაძლებლობა მასშტაბურ საფეხბურთო შეჯიბრებაში ჩაერთონ. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ასობით ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა, ითამაშოს ფეხბურთი, გამოავლინოს უნარები და მიიღოს განვითარების შესაძლებლობა. იმედი მაქვს, კიდევ ბევრს საინტერესო ტურნირს ჩავატარებთ და ბევრ ახალგაზრდა ტალანტს გაეხსნება გზა დიდ ფეხბურთში" - ზუკა დვალიშვილი.
ქინქლაძის ფონდი 2024 წელ დაფუძნდა. ფონდის მიზანია, ადგილობრივი და საერთაშორისო საფეხბურთო სპორტული ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარებას, პროფესიულ წარმატებასა და საზოგადოების ძლიერ წევრებად ჩამოყალიბებას.
Grassroots Cup Georgia 2023 წელს დაარსდა და საქართველოში წამყვანი ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირია, რომელიც გრასრუტ ფეხბურთის განვითარებასა და ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში (U7, U8, U9, U10, U11) ახალგაზრდებს შორის ღირსეული სპორტული პრინციპების დანერგვას ემსახურება.