ავტორიზაცია

"ბოდიშს ვიხდი!" - ნიკა კაჭარავამ კვიპროსში სკანდალში გაეხვა

"ბოდიშს ვიხდი!" - ნიკა კაჭარავამ კვიპროსში სკანდალში გაეხვა
თარიღი 27 დეკ 2021, 06:07

კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში გადადებული მატჩი აპოელსა და ომონიას შორის მასპინძელთა გამარჯვებით 4-2 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩს საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია დაესწრო, რომელთან ერთადაც ტრიბუნაზე ანორთოსისის ფორვარდი ნიკა კაჭარავა იყო. აპოელის შემადგენლობიდან მე-3 გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

გიორგი ქვილითაიას გატანილი გოლის შემდეგ გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სთორი, სადაც ჩანს როგორ აღნიშნავს ნიკა კაჭარავასთან ერთად აპოელის გოლს.
ეს ანორთოსისის ფანებს არ გამოჰპარვიათ, რის გამოც ახლა გულშემატკივრების უდიდესი არმია ნიკა კაჭარავას კლუბიდან წასვლას ითხოვს. 
"მინდა, პატარა განცხადება გავაკეთო დღევანდელ ვიდეოსთან დაკავშირებით. საქართველოს ნაკრებში ჩემს თანაგუნდელ და კაპიტან გურამ კაშიასთან ერთად ვიყავი აპოელ-ომონიას მატჩზე და ჩემმა მეგობარმა ვიდეო გადაიღო, რომელშიც ქვილითაიას გოლს აღნიშნავს. მე ამაზე უბრალოდ გამეცინა, რადგან ბავშვივით ზეიმობდა. არასდროს აღვნიშნავ მეტოქეების გოლებს, ყოველთვის პატივს ვცემ ანორთოსისის გულშემატკივრებს და მუდამ ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას. ამ ვიდეოს გამო თუ ვინმე განაწყენდა, მინდა, ბოდიში მოგიხადოთ", - გამოაქვეყნა განცხადება ნიკა კაჭარავამ ინციდენტიდან რამდენიმე საათში.
ნიკა კაჭარავამ მიმდინარე სეზონში ანორთოსისის მაისურით 13-ჯერ ითამაშა, ერთხელ გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.