ავტორიზაცია

ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად - ლეო მესი კოპა ამერიკის მატჩს გამოტოვებს

ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად - ლეო მესი კოპა ამერიკის მატჩს გამოტოვებს
თარიღი 28 ივნ 2024, 17:06
ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად, ლიონელ მესი კოპა ამერიკაზე მატჩს გამოტოვებს. ბოლო შემთხვევა, როცა არგენტინელმა ლეგენდამ აღნიშნულ ტურნირზე ვერ ითამაშა, 2016 წლით თარიღდება (მაშინ ლეო "ალბისელესტეს" ჩილესთან შეხვედრაში არ ჰყავდა).

ლიონელ სკალონის გუნდი კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, 30 ივნისს პერუს ეთამაშება, მესის კი დასვენება სჭრიდება, რადგან კუნთის დისკომფორტს გრძნობს. არგენტინის მედიაპერსონალი მუშაობს, რომ "ლა პულგა" მეოთხედფინალისთვის მზად იყოს.

არგენტინას A ჯგუფში 6 ქულა აქვს და მომდევნო ეტაპზე უკვე გასულია. მეორეადგილოსან კანადას 3 ქულა აქვს, ჩილე და პერუ კი 1-1 ქულით მესამე და მეოთხე პოზიციებს იყოფენ.