ავტორიზაცია

ბოლო ათწლეულის სიმბოლური თერთმეტეული დასახელდა - მასში ვან დეიკი მოხვდა

ბოლო ათწლეულის სიმბოლური თერთმეტეული დასახელდა - მასში ვან დეიკი მოხვდა
თარიღი 27 Jan 2021, 23:31
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

2011/2020 წლების გუნდში ყველაზე მეტი (4) ფეხბურთელი მადრიდის „რეალიდან“ მოხვდა, რაც ლოგიკურიცაა, რადგან გუნდმა კლუბებს შორის ყველაზე მეტი (4) ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

გუნდში ყველაზე უცნაურია ვირჯილ ვან დეიკის ხილვა, რომელიც 2018 წლამდე „საუთჰემპტონში" ასპარეზობდა და უმაღლეს ასპარეზზე თავის წარმოჩენა მხოლოდ „ლივერპულში" გადასვლის შემდეგ მოახერხა.

თერთმეტეული ასე გამოიყურება:

ნოიერი (ბაიერნი), ლამი (ბაიერნი), სერხიო რამოსი (რეალი), ვან დეიკი (ლივერპული), მარსელო (რეალი), მოდრიჩი (რეალი), ინიესტა (ბარსელონა), კროოსი (რეალი), მესი (ბარსელონა), ლევანდოვსკი (დორტმუნდი/ ბაიერნი), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი/რეალი).

ბოლო ათწლეულის სიმბოლური თერთმეტეული დასახელდა - მასში ვან დეიკი მოხვდა

ეს 4 ჩემპიონთა ლიგა „რეალმა" 2014, 2016, 2017 და 2018 წლებში მოიგო, ერთი ანჩელოტის ხელმძღვანელობით და სამი - ზინედინ ზიდანის. შეიძლება ითქვას, რომ გუნდში ოთხი კი არა, ხუთი მადრიდისტაცაა, რადგან კრიშტიანუ რონალდუმ ამ დეკადაში მთავარ წარმატებებს სწორედ „სამეფო კლუბის" მაისურით მიაღწია.

ამ წლებში ჩემპიონთა ლიგის მოგება ლივერპულმა, ბაიერნმა (2) და ბარსელონამაც მოახერხეს. თუმცა, აღნიშნული ფედერაცია მხოლოდ ამ ტურნირის შედეგებს არ ითვალისწინებდა.