ბოლო წუთების დრამა — ჩელსიმ ვესტ ჰემს დაუქამბექა

პრემიერ ლიგის 24-ე ტურში ლონდონური დერბი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩელსი და ვესტ ჰემი დაუპირისპირდნენ (3:2).
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა. პირველ ნახევარში "ლურჯები" 0-2 მარცხდებოდნენ, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა შეძლეს და მეტოქის კარი 3-ჯერ აიღეს. ბოლო, გადამწყვეტი გოლი შეხვედრის 90+2 წუთზე ენცო ფერნანდესმა გაიტანა და ჩელსიმ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
ამ გამარჯვების შემდეგ ჩელსი 40 ქულით დროებით მე-4 პოზიციამდე აღზევდნენ. რაც შეეხება ვესტ ჰემს, "ჩაქუჩები" 20 ქულით კვლავ გასავარდნ ზონაში რჩებიან.
გოლების ავტორები: 0-1 ჯაროდ ბოუენი 7', 0-2 კრისენსიო სამერვილი 36', 1-2 ჟოაო პედრო 57', 2-2 მარკ კუკურეია 70', 3-2 ენცო ფერნანდესი 90+2'.


