ბოლო წუთების დრამა და ქამბექი — ატალანტა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშია

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ერთ-ერთი განმეორებითი მატჩი ატალანტასა და დორტმუნდს შორის გაიმართა, რომელშიც იტალიურმა გუნდმა 4-1 გაიმარჯვა.
მაყურებელმა იტალიაში სასწაული ქამბექი და ძალიან დაძაბული შეხვედრა იხილა, ატალანტამ მეტოქე გუნდს ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
მოგეხსენებათ, პლეი-ოფის პირველ დაპირისპირებაში გერმანულმა კლუბმა ატალანტა 2-0 დაამარცხა, თუმცა ორი მატჩის ჯამში (3-4) დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გამოეთიშა.
გოლების ავტორები: 1-0 სკამაკა 5', 2-0 ზაპაკოსტა 45', 3-0 პაშალიჩი 57', 3-1 ადეიემი 75', 4-1 სამარძიჩი 90+8'(პენალტი).


