ავტორიზაცია

ბოლო წუთების დრამა — ლევერკუზენის და არსენალის მატჩი ფრედ დასრულდა

ბოლო წუთების დრამა — ლევერკუზენის და არსენალის მატჩი ფრედ დასრულდა
თარიღი 11 Mar 2026, 23:41
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ლევერკუზენმა საკუთარ მოედანზე არსენალი მიიღო.

შეხვედრის ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე, 46-ე წუთზე რობერტ ანდრიხმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე კი კაი ჰავერცმა თერთმემეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.

ლევერკუზენი 1-1 არსენალი

გოლები: 1-0 რობერტ ანდრიხი (46'), 1-1 კაი ჰავერცი (89')

გუნდების განმეორებითი დაპირისპირება ლონდონში 17 მარტს გაიმართება და 1/4 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.