ბოლო წუთების დრამა — ლივერპულმა ატლეტიკო მადრიდი დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ლივერპულმა ატლეტიკო მადრიდს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ლივერპულისთვის არც ეს მატჩი ყოფილა გამონაკლისი და გამარჯვება ისევ ბოლო წუთებზე შეძლეს.
ანგარიში "მერსესაიდელთა" მხრიდან მე-6 წუთზე ენდრიუ რობერტსონმა გახსნა, მალევე კი მოჰამედ სალაჰის გოლით უპირატესობა ორბურთიანი გახდა. თითქოს ყველაფერი მასპინძელთა სასარგებლოდ მიმდინარეობდა, თუმცა ატლეტიკომ თამაშში დაბრუნება შეძლო: ანგარიში 45+3-ე და 81-ე წუთებზე გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, გამარჯვება მაინც ინგლისელებს დარჩათ — 90+2-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა კუთხურიდან თავური დარტყმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.