ავტორიზაცია

ბოლო წუთების დრამა სიტი გრაუნდზე — ლივერპულმა ნოტინგემ ფორესტი დაამარცხა

ბოლო წუთების დრამა სიტი გრაუნდზე — ლივერპულმა ნოტინგემ ფორესტი დაამარცხა
თარიღი 22 Feb 2026, 20:10
ინგლისის პრემიერ ლიგის 27-ე ტურის მორიგი მატჩი სიტი გრაუნდზე გაიმართა, სადაც ნოტინგემ ფორესტმა ლივერპულს უმასპინძლა.

მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა — პირველი ნახევარი თავიდან ბოლომდე ნოტინგემის იყო, ხოლო მეორე 45 წუთში სადავეები სტუმრებმა აიღეს. ყველაფერი 0-0-სკენ მიდიოდა, თუმცა, ლივერპულმა ბოლო წუთებზე გოლის გატანა მაინც მოახერხა და მნიშვნელოვანი 3 ქულაც მოიპოვა.

ნოტინგემ ფორესტი 0-1 ლივერპული

გოლი: 0-1 ალექსის მაკ ალისტერი (90+7')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ლივერპულს 45 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში არნე სლოტის გუნდი ვესტ ჰემს უმასპინძლებს.