ბოლო წუთებზე გადარჩენილი თამაში — იუნაიტედის წაუგებელი სერია გრძელდება

პრემიერ ლიგის 26-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედი ვესტ ჰემს ესტუმრა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
შეხვედრას იუნაიტედი ბოლო წუთამდე აგებდა, თუმცა ბენიამინ შეშკომ შეძლო და 90+6 წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
იმის მიუხედავად, რომ მაიკლ კერიკის გუნდი ამ შეხვედრას 4-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა, "ჩაქუჩებმა" მეტოქეს არაფერი დაუთმეს და მნიშვნელოვანი ქულებიც დააკარგვინეს.
ამ შეხვედრის შემდეგ "წითელი ეშმაკები" 45 ქულით კვლავ ინარჩუნებენ მე-4 პოზიციას, ხოლო რაც შეეხებათ "ჩაქუჩებს" 24 ქულით გასავარდნ ზონაში რჩებიან.


