ავტორიზაცია

ბოლო წუთებზე განიავებული გამარჯვება - დინამო ბათუმმა სტუმრად ფრე ითამაშა

ბოლო წუთებზე განიავებული გამარჯვება - დინამო ბათუმმა სტუმრად ფრე ითამაშა
თარიღი 14 ივლ 2023, 00:02
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "დინამო ბათუმი" სტუმრად "ტირანას" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ბათუმელები გააქტიურდნენ და გოლიც გაიტანეს.

ირაკლი ბიძინაშვილის კარგ თამაშს ჯოვინო ფლამარიონის გოლი მოჰყვა, ამის შემდეგ გეგუჩაძის გუნდს მომენტები კვლავ ჰქონდა.

თუმცა სამწუხაროდ, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე დაუგეგმავი გოლი გავუშვით და გამარჯვება გავანიავეთ.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი ზუსტად ერთ კვირაში, ბათუმში შედგება.