ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვება — ნაპოლიმ ჯენოა დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში ერთმანეთს ჯენოა და ნაპოლი დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება სტუმრებმა მოახერხეს, 2-3.
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, იმის მიუხედავად, რომ ნეაპოლელები მნიშვნელოვან ქულებს კარგავდნენ, რასმუს ჰოილუნმა შეძლო და 90+5 წუთზე მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა, რითაც კონტეს გუნდმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
ამ გამარჯვების შემდეგ ნაპოლი 49 ქულას აგროვებს და მე-3 ადგილს ინარჩუნებს, ხოლო პირველ ადგილოსან ინტერთან ჩამორჩენას 6 ქულამდე ამცირებს.
გოლების ავტორები: 1:0 რუსლან მალინოვსკი 3', 1:1, 2:3 რასმუს ჰოილუნი 20', 90+5, 1:2 სკოტ მაკტომინეი 21', 2:2 ლორენცო კოლომბო 57'.

