ავტორიზაცია

ბოლო წუთზე მოპოვებული გამარჯვება - ლივერპულმა ბარნლი დაამარცხა

ბოლო წუთზე მოპოვებული გამარჯვება - ლივერპულმა ბარნლი დაამარცხა
თარიღი 14 Sep 2025, 19:12
დღეს, პრემიერ ლიგის მე-4 ტურში, ბარნლისა და ლივერპულს შორის დაპირისპირება გაიმართა, სადაც გამარჯვება "მერსესაიდელებს" დარჩათ.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, ჩემპიონები მაინც ვერ ახერხებდნენ ანგარიშის გახსნას. თუმცა, 84-ე წუთზე ბარნლის ფეხბურთელმა უგუჩუკვუმ წესები დაარღვია, რასაც წითელი ბარათი მოჰყვა. ამ ეპიზოდმა ბარნლი საბოლოოდ გატეხა და ლივერპულმა შეხვედრის მოგება 90+5-ე წუთზე, მოჰამედ სალაჰის ზუსტი თერთმეტმეტრიანით შეძლო.