ავტორიზაცია

ბოლო წუთზე გადარჩენილი მატჩი - ბილბაომ ბარსელონა დაამარცხა და სუპერთასი მოიგო [VIDEO]

ბოლო წუთზე გადარჩენილი მატჩი - ბილბაომ ბარსელონა დაამარცხა და სუპერთასი მოიგო [VIDEO]
თარიღი 18 იან 2021, 02:34
ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 2:3 წააგო.

შეხვედრაში ანგარიში გრიზმანმა მე-40 წუთზე გახსნა, თუმცა ბასკებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს.

77-ე წუთზე გრიზმანმა დუბლი გაიფორმა, "ბილბაო" კი არ დანებდა, 90-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

დამატებითი დროის სტარტზე ინიაკი ვილიამსმა ულამაზესი გოლი გაიტანა და "ბილბაოს" ტიტული მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის შემდეგ "ბილბაომ" პირველი თასი მოიგო.