ავტორიზაცია

ბოლონიამ მილანი დაამარცხა და იტალიის თასის გამარჯვებული გახდა

ბოლონიამ მილანი დაამარცხა და იტალიის თასის გამარჯვებული გახდა
თარიღი 15 May 2025, 01:10
იტალიის თასის 2024/25 წლების სეზონი ბოლონიას ტრიუმფით დასრულდა — ვინჩენცო იტალიანოს გუნდმა ფინალში მილანი დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. 53-ე წუთზე როსონერის კარი ნდოიემ აიღო და საკუთარ გუნდს ტიტული მოუპოვა.



აღსანიშნავია, რომ ბოლონიამ იტალიის თასი ისტორიაში მესამედ მოიგო. როსობლუ პირველად ჩემპიონი 1969-70 წლების სეზონში გახდა, მეორედ თასი 1973-74 წლებში მოიპოვა, ხოლო 51 წლის შემდეგ, მესამე კოპა იტალია მოიგო.