ავტორიზაცია

ბონუჩი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის - იტალიელი შესაძლოა პირლოს გუნდში გადავიდეს

ბონუჩი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის - იტალიელი შესაძლოა პირლოს გუნდში გადავიდეს
თარიღი 09 ივლ 2023, 22:40
ლეონარდო ბონუჩიმ შესაძლოა „იუვენტუსი“ დატოვოს და სხვა იტალიურ გუნდში გადავიდეს.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ტურინელებისთვის იტალიელ იმცველის ხელფასი (12 მილიონი ევრო გადასახადებამდე), ზედმეტად ტვირთად იქცა, რადგან თავად ფეხბურთელს პროექტის უცვლელ წევრად აღარ მოიაზრებენ.

კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი, მზად არის 36 წლის ფეხბურთელისთვის ახალი გუნდის ძიებას შეუდგეს, რადგან მაქს ალეგრისთან გასაუბრების შემდეგ ის თავადაც დარწმუნდა, რომ ბონუჩი შეუცვლელი აღარ არის.

მცველი შესაძლოა სერია ბ-ს გუნდში, „სამპდორიაში“ გადავიდეს, რომელსაც „იუვენტუსის“ ექს-მწვრთნელი, ანდრეა პირლო უდგას სათავეში. გენუეზური გუნდი მეორე ლიგაში 2022/23-სეზონის შედეგად გავარდა და მაქსიმალურად გამოცდილ ფეხბურთელებს ეძებს, რათა უმაღლეს დივიზიონში მალევე ამოვიდეს.