ავტორიზაცია

ბონუსი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის — ტუხელის კონტრაქტის დეტალები ცნობილია

ბონუსი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის — ტუხელის კონტრაქტის დეტალები ცნობილია
თარიღი 20 Oct 2024, 14:06
რამდენიმე დღის წინ, ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი გახდა, რომელიც გუნდს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, 51 წლის სპეციალისტის კონტრაქტში საბონუსე სისტემაც არის განსაზღვრული და ცნობილია თანხა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით გამოიმუშავებს.

იმ შემთხვევაში თუ ინგლისის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მუნდიალის გამარჯვებული გახდება, ტომას ტუხელი ბონუსის სახით 3 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს — ხელფასის სახით კი გერმანელი სპეციალისტი წელიწადში 5 მილიონ გირვანქას გამოიმუშავებს.