ბორმუთის სარეკორდო ტრანსფერი
პორტუს ბრაზილიელი თავდამსხმელი ევანილსონი, ახალი სეზონიდან, ნისლიან ალბიონზე იასპარეზებს. ევანილსონის წასვლაზე კარგახანია იწერება და დროც მოვიდა, ახალი ეტაპისთვის. ინგლისურმა ბორმუთმა კლუბის ისტრორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი შეათანხმა, ''ალუბლებმა'' პორტუს 47 მილიონი გადაუხადეს და ევანილსონის გადაბირება მოახერხეს. აქამდე კლუბის რეკორდი ჯეფერსონ ლერმას ეკუთვნოდა, რომელიც ლევანტედან 25 მილიონად იყო შეძენილი.
ევანილსონი სოლანკეს პირდაპირი შემცვლელია. ლათინო ამერიკელი, ძალიან ტექნიკური და სწრაფი ფორვარდია და ირაოლას სათამაშო სტილში იდეალურად უნდა ჩაჯდეს. ევანილსონმა პორტოს რიგებში, 154 თამაშში 60 გოლის გატანა მოახერხა. 24 წლის მოთამაშეს ''სელესაოს'' რიგებშიც ჰქონდა დებიუტი.