ავტორიზაცია

ბორმუთმა უნალი გამოისყიდა

ბორმუთმა უნალი გამოისყიდა
თარიღი 29 May 2024, 14:09
თურქეთის ეროვნული გუნდის თავდავსხმელი ენეს უნალი, რომელიც ხეტაფეს საკუთრებაში იმყოფებოდა. სეზონის მეორე ნახევარი ინგლისურ ბორმუთში გაატარა, ახალი სეზონიდან ''ალუბლების'' სრულფასოვანი წევრი გახდება. ინგლისურმა კლუბმა საიჯარო ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი აამოქმედა და ესპანურ კლუბს 16 მილიონი ფუნტი გადაუხად. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ "შავ-წითლები" ემზადებიან დომინიკ სოლანკეს გასაყიდად. თურქმა ფეხბურთელმა ბორმუთის შემადგენლობაში 16 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ენეს უნალი არის გამოძახებული თურქეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ჩვენი ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ შეხვედრას სწორედ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.