ბოსნია ჰერცეგოვინის და რუსეთის ნაკრების ამხანაგური მატჩი გადაიდო
ბოსნია ჰერცეგოვინის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვიკო ზელიკოვიჩმა განაცხადა, რომ მომავალში რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი აუცილებლად გაიმართება.
"ამ ამხანაგური მატჩის გამართვა მომავლისთვის გადაიდება", - ციტირებს ზელიკოვიჩს ბოსნია და ჰერცეგოვინის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბოსნიამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ჩატარებაზე. შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში 19 ნოემბერს იყო დაგეგმილი.

თავდაპირველად, ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციები ერთმანეთში შეთანხმდნენ, მაგრამ ბოსნიელ ფეხბურთელთა ნაწილმა პროტესტი გამოხატა მათი ფედერაციის გადაწყვეტილების მიმართ.
კერძოდ, ბოსნიის ნაკრების ლიდერებმა მირალემ პიანიჩმა და ედინ ძეკომ რუსეთთან თამაშზე უარი განაცხადეს.