ავტორიზაცია

ბოუნჯორნო ნაპოლის უახლოვდება

ბოუნჯორნო ნაპოლის უახლოვდება
თარიღი 04 ივლ 2024, 16:01
როგორც მოგეხსენებთ, ნაპოლი აქტიურად ეძებს ცენტრალურ მცველს, ანტონიო კონტეს დიდი სურვილი აქვს, რომ გუნდმა 3-4-3 სისტემით ითამაშოს და იტალიელი სპეციალისტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაღალი დონის ცენტრალური მცველის ყოლა. გასულ სეზონში ნაპოლის მთავარი პრობლემა ცენტრალური დაცვის ხაზი იყო. 

კონტეს დიდი სურვილი აქვს, რომ გუნდმა იტალიის ეროვნული ნაკრების და ტორინოს უკანახაზელი ალესანდრო ბუონჯორნო დაიმატოს. ბუონჯორნო იდეალურად ერგება კონტეს სამ მცველიან ტაქტიკას. ასევე ალესანროს საუცხოო სეზონი ჰქონდა და არააა გასაკვირი, რომ მის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. ბუონჯორნოც არაა წინააღმდეგი კლუბის შეცვლის თან კონტეს და ნაპოლის საკმაოდ ამბიციური პროექტი აქვთ. 

ტორინოს მფლობელი თავის მცველში, 40 მილიონ ევროს ითხოვს, ნაპოლი ცდილობს, რომ ეს ფასი რამენაირდ შეამციროს და შედარებით დაბალ ფასად გადაიბიროს იტალიელი მცველი. ალესანდრომ ტორინოს შეამდგენლობაში 100 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის გატანა მოახერხა.