ბრაიტონმა ორი ტრანსფერი დახურა
პრემიერ ლიგის წარმომადგენელი ბრაიტონი, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი მოთამაშის ტრანსფერი გააფიციალურა. ''თოლიდებმა'' თურქი განაპირა მცველი ფერდი კადიოღლუ, 30 მილიონად შეიძინეს, ნიდერლანდებში დაბადებული მოთამაშე ფენერბახჩეში ასპარეზობდა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მის მიმართ არა ერთმა კლუბმა გამოხატა ინტერესი.
ბრაიტონი არ შემოიფარგლა მხოლოდ, კადიოღლუს დამატებით, სელტიკის დანიელი მოთამაშე, მეტ ო'რაილი, რომლითაც ატალანტა ინტერესდებოდა, 30 მილიონის სანაცვლოდ ''თოლიებში'' ითამაშებს. დანიელ მოთამაშეს კარგი სეზონი ჰქონდა, მის ანგარიშზე 49 შეხვედრაში 19 გატანილი გოლია.
ბრაიტონმა პრემიერ ლიგის მეორე ტურში, მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა და ახალ სეზონში მათი მთავარი მიზანი, ევრო ტურნირებზე მოხვედრაა, რაც ამ ორი ტრანსფერით უფრო რეალური ხდება.
ბრაიტონმა პრემიერ ლიგის მეორე ტურში, მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა და ახალ სეზონში მათი მთავარი მიზანი, ევრო ტურნირებზე მოხვედრაა, რაც ამ ორი ტრანსფერით უფრო რეალური ხდება.