ბრაზილიაში დორივალ ჟუნიორის გაშვება სურთ — მისი შეცვლის კანდიდატები ცნობილია

დღეს, გამთენიისას, ბრაზილია არგენტინასთან 1-4 განადგურდა, რამაც "სელესაოს" მთავარი მწვრთნელის გაშვებაზე აქტიური საუბრები გამოიწვია.
ge.globo-ს ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია დორივალ ჟუნიორის გათავისუფლებას განიხილავს - არგენტინასთან წაგების შემდეგ, 62 წლის სპეციალისტზე ზეწოლამ პიკს მიაღწია.
ამავე წყაროს ცნობით, დორივალის შეცვლის კანდიდატები კარლო ანჩელოტი (რეალ მადრიდი) და ფილიპე ლუისი (ფლამენგო) არიან. აღსანიშნავია, რომ ფედერაციის პრეზიდენტის, ედნალდო როდრიგესის რჩეული ვარიანტი იტალიელი ლეგენდაა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვინაიდან ანჩელოტიც და ფელიპე ლუისიც ზაფხულში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იქნებიან, არსებობს შანსი, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება ივნისში მიიღოს.
დორივალ ჟუნიორმა "პენტაკამპეონები" 2024 წელს ჩაიბარა. მის ხელში "სელესაომ" 16 მატჩი ჩაატარა, 7 მოიგო, 3 წააგო და 6 ფრედ ითამაშა.

temo
ტოპ კომენტარი
0
28 Mar 2025, 15:35
სხვათა შორის, როცა 2-3 წლის წინ პირველად გაიჟღერა ანჩელოტის გვარმა ბრაზილიაში, მაშინ მის წინააღმდეგ ქვეყნის პრეზიდენტი გამოვიდა. ანჩელოტის რა მიღწევები აქვსო, ნაკრები თუ გაუწვრთნია საერთოდო. თუ ასეთი მაგარია რატო იტალიის ნაკრებს არ აბარებენო? მითუმეტეს ამ მუნდიალზე ყატარში, იტალია ვერც კი გავიდაო. რეალს კი ლიგის მოსაგებად ანჩელოტი არ ჭირდება ამას პერესიც კარგად ახერხებსო.