ავტორიზაცია

ბრაზილიაში მემფის დეპაის გამო ახალი წესი შემოიღეს

ბრაზილიაში მემფის დეპაის გამო ახალი წესი შემოიღეს
თარიღი 08 Apr 2025, 18:11
მარტის ბოლოს, სან პაულოს შტატის ჩემპიონატის ფინალში, ერთმანეთს კორინთიანსი და პალმეირასი დაუპირისპირდნენ.

მატჩის მიწურულს საინტერესო რამ მოხდა: კორინთიანსის ნიდერლანდელი ლეგიონერი, მემფის დეპაი ბურთზე დადგა, რამაც გუნდებს შორის ჩხუბი და არაერთი ბარათის (2 წითელი, 2 ყვითელი) ჩვენება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ამის გამო ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ახალი წესი შემოიღო და ამიერიდან, თუ ფეხბურთელი ბურთზე დადგება, ყვითელ ბარათს მიიღებს.

ამაზე კომენტარი მემფის დეპაიმაც გააკეთა: "ბრაზილიაში "ჟოგა ბონიტოს" გამოსაცდელად მოვედი, ახლა კი შემოიღეს წესი, რომლის თანახმადაც ბურთზე ვეღარ დადგები ან ყვითელ ბარათს მიიღებ. ასე მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მსგავსი რამ მე გავაკეთე. ეს ფეხბურთში მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

სიამოვნებისა და ვნების გამოხატვა ლიმიტირებული არ უნდა იყოს. ამიტომაც, მაინტერესებს, კონფედერაციაში ეს რატომ გააკეთეს და ამ ლამაზი საფეხბურთო ქვეყნის მომავალს ვინ წყვეტს?

უნდა ვფოკუსირდეთ იმ წესებზე, რომლებიც სპორტს გააუმჯობესებს... რაც კლუბებს, ქომაგებსა და ფეხბურთელებს ბენეფიტებს მისცემს და არა რაღაც სისულელეებზე."