ავტორიზაცია

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია კარლო ანჩელოტის მიუბრუნდა

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია კარლო ანჩელოტის მიუბრუნდა
თარიღი 10 Jul 2024, 19:10
Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების კოპა ამერიკიდან გამოვარდნის შემდეგ კარლო ანჩელოტის მიუბრუნდა.

ურუგვაისთან მარცხის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ დორივალ ჟუნიორი "სელესაოში" 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩება, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს სტრატეგიული ნაბიჯი იყო, რათა ახალი მწვრთნელის მოსაძებნად დრო ჰქონდეთ.

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რომ მომავალ მუნდიალზე ნაკრების მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყოს, თუ ის რეალს ახლო მომავალში დატოვებს.

არცისე დიდი ხნის წინ ანჩელოტის "სელესაოს" უკავშირებდნენ, მაგრამ იტალიელმა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. მისი ხელშეკრულება 2026 წლამდეა გათვლილი.