ბრაზილიის ნაკრების საბოლოო განაცხადი ცნობილია!

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დორივალ ჟუნიორმა მოახლოებული სანაკრებო პაუზისთვის "სელესაოს" განაცხადი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ნეიმარი ნაკრებში ბრუნდება და, შესაძლოა, კაპიტნის სამკლავურიც მოირგოს. მან ბრაზილიის მაისურით ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში ითამაშა.
განაცხადი

მეკარეები: ალისონი, ბენტო, ედერსონი
მცველები: დანილო, მაგალიაესი, გილიერმე არანა, ლეო ორტისი, მარკინიოსი, მურილიო, ვანდერსონი, უესლი
ნახევარმცველები: ანდრე, გიმარაესი, ჟერსონი, ჟოელინტონი, კუნია, ნეიმარი
თავდამსხმელები: ესტევაო, ჟოაუ პედრო, რაფინია, როდრიგო, სავინიო, ვინისიუსი

ბრაზილია მარტის სანაკრებო პაუზაზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კოლუმბიასა (21.03, 04:45) და არგენტინას (26.03, 04:00) დაუპირისპირდება.