ბრაზილიის პრეზიდენტი აუცრელობის გამო საფეხბურთო სტადიონზე არ შეუშვეს

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით "სანტოსისა" და "გრემიოს" მატჩზე არ შეუშვეს.
ქვეყნის პირველი პირი სტადიონზე ვერ შევიდა, რადგან თამაშზე დასწრება მხოლოდ კოვიდ-აცრილ მაყურებლებს შეეძლოთ.
"რაში მჭირდება ვაქცინაციის სერთიფიკატი? უბრალოდ "სანტოსის" მატჩის ყურება მინდოდა, მე კი მეკითხებიან, აცრილი ვარ თუ არა".
"რისთვის? ნებისმიერ აცრილზე მეტი ანტისხეული მაქვს", - ციტირებ ბრაზილიის პრეზიდენტის სიტყვებს Goal.com.
ბოლსონარუ კორონავირუსის პანდემიის დროს არაერთხელ გამოვიდა ვაქცინაციისა და იზოლაციის ზომების წინააღმდეგ.