ბრძოლა ევროპის სუპერთასისთვის! — გუნდების სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

დღეს, უეფას სუპერთასის შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან.
ასე და ამგვარად, ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული ტიტულისთვის "ჩელსი" და "ვილიარეალი" იბრძოლებენ.
გუნდების სასტარტო შემადგენლობები უკვე ცნობილია:
"ჩელსი": მენდი, ზუმა, ჩალობა, რუდიგერი, კანტე, კოვაჩიჩი, ჰადსონ-ოდოი, ალონსო, ზიეჩი, ჰავერცი, ვერნერი
"ვილიარეალი": ასენხო, ფოიტი, ალბიოლი, პაუ ტორესი, პედრასა, ტრიგეროსი, კაპუე, ა. მორენო, პინო, დია, ხ. მორენო
ცნობისთვს, აღნიშნული შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.