ავტორიზაცია

ბრძოლა პლეი-ოფის საგზურისთვის — პსჟ სიტის უმასპინძლებს

ბრძოლა პლეი-ოფის საგზურისთვის — პსჟ სიტის უმასპინძლებს
თარიღი 22 Jan 2025, 13:45
ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა პარიზში გაიმართება, სადაც პსჟ საკუთარ კედლებში მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.

სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, დღევანდელი დაპირისპირება ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია და მარცხი დიდი ალბათობით პლეი-ოფს მიღმა დარჩენას ნიშნავს.

პსჟ-მ 6 ტურში მხოლოდ 7 ქულის მოგროვება მოახერხა და 26-ე ადგილს იკავებს, ხოლო მანჩესტერ სიტი 8 ქულით 24-ე პოზიციაზე იმყოფება. ახალი ფორმატით კი, პლეი-ოფში საუკეთესო 24 გუნდი გადის.

გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2021 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, სადაც ერთი მატჩი პსჟ-მ მოიგო, ხოლო ერთი სიტიმ. ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი უპირატესობა მანჩესტერული კლუბის მხარეს არის — 4 მოგება და 1 მარცხი.

სავარაუდო შემადგენლობა:



სათამაშო დღის განრიგი:

ლაიფციგი V სპორტინგი (21:45)
შახტარი V ბრესტი (21:45)
პსჟ V მანჩესტერ სიტი (23:55)
ფეიენოორდი V ბაიერნი (23:55)
რეალი V ზალცბურგი (23:55)
მილანი V ჟირონა (23:55)
სპარტა V ინტერი (23:55)
არსენალი V დინამო ზაგრები (23:55)
სელტიკი V იანგ ბოიზი (23:55)