ავტორიზაცია

BREAKING: არსენალი და მანჩესტერ სიტი ვახტანგ სალიასთვის ბრძოლას ლიდერობენ

BREAKING: არსენალი და მანჩესტერ სიტი ვახტანგ სალიასთვის ბრძოლას ლიდერობენ
თარიღი 04 Apr 2024, 16:58
ბრიტანული გამოცემა HITC-ი ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 16 წლის ტალანტის ტრანსფერისთვის ბრძოლაში "არსენალი" და მანჩესტერ "სიტი" ლიდერობენ.

გამოცემა ასევე დასძენს, რომ მოთამაშის ასევე ლონდონის "ჩელსი" და "ტოტენჰემიც" აკვირდებიან. "ლივერპულმა" და მანჩესტერ "იუნაიტედმა" კი იციან ფეხბურთელის პროგრესის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ სალია თბილისის "დინამოში" კარგად იწყებს და ეროვნული ლიგის 6 მატჩში შემტევმა ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.