BREAKING: არსენალის ყოფილი მცველი მილანის სუპერმარკეტში დანით დაჭრეს
„არსენალის“ ყოფილი ესპანელი მცველი, პაბლო მარი, რომელიც ამჟამად იტალიურ მონცაში ასპარეზობს, მილანის სუპერმარკეტში თავდამსხმელის მსხვერპლი გახდა.
როგორც პრესა იტყობინება, თავდამსხმელმა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა, პაბლო მარი დანით დაჭრა.
ფეხბურთელის გარდა, დაზიანება მიიღო კიდევ 5-მა ადამიანმა, საიდანაც 1 გარდაიცვალა, 2-ს მდგომარეობა კი მძიმედ რჩება.
საბედნიეროდ, პაბლო მარის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ არის. როგორც „მონცას“ გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი ამბობს, ფეხბურთელის დაზიანება სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის მწყობრში მალე დაბრუნდება.

AFP-ს ინფორმაციით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს.