ავტორიზაცია

BREAKING: გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით პსჟ ინტერესდება

BREAKING: გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით პსჟ ინტერესდება
თარიღი 14 აპრ 2024, 14:26
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას' მეკარეს გიორგი მამარდაშვილს საფრანგეთის ჩემპიონატში გადასვლის შესაძლებლობა აქვს.

Todofichajes-ის ცნობით, 23 წლის მეკარით ფრანგული "პსჟ" ინტერესდება. 

პარიზულ გრანდს იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმას არადამაჯერებელი თამაშის გამო მეკარის პოზიციაზე გაძლიერება სურს. 

წყაროს ცნობით, "პსჟ" მზადაა ფეხბურთელში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, როცა სხვა გუნდების შეთავაზება 30 მილიონს არ აჭარბებს.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგიმ 30 მატჩი ჩაატარა, რომლშიც 32 გოლი გაუშვა. 12 შეხვედრაში მეკარემ 
კარი მშრალად შეინახა. მისი კონტრაქტი "ღამურებთან" 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.