BREAKING: ლივერპულმა მამარდაშვილის თაობაზე შეთავაზება გააუმჯობესა
"ლივერპულმა" გიორგი მამარდაშვილის თაობაზე შეთავაზება გააუმჯობესა.
Relevo-ს ცნობით, ინგლისურმა კლუბმა შეთავაზება 40 მილიონ ევრომდე გაზარდა.
"ლივერპული" პასუხს უახლოეს მომავალში ელოდება, თუ მოლაპარაკებები გაჭიანურდება, მაშინ "ბორნმუთი", რომელზეც ქართველი მეკარე იჯარით უნდა წავიდეს, ალტერნატიული ვარიანტების განხილვას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგის "ღამურრბთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.