BREAKING: მადრიდის რეალმა შესაძლოა ლა ლიგა დატოვოს

მადრიდის "რეალმა" შესაძლოა ესპანეთის ლა ლიგა დატოვოს და ასპარეზობა სხვა ტოპ ლიგაში გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაიღალა მსაჯებთან დაკავშირებული სკანდალებით და ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასთან დაძაბული ურთიერთობებით.
ამ ფონზე, "ბლანკოსმა" შესაძლოა ბუნდესლიგაში, სერია A-ში ან ლიგა 1-ში გადასვლის ვარიანტი განიხილოს.
აღნიშნულია, რომ ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება უეფასთან მადრიდის "რეალის" დაძაბული ურთიერთობის გამო.