BREAKING: ნეიმარის ახალი კლუბი ცნობილია
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ნეიმარმა საუდის არაბეთის ჩემპიონატი დატოვა და კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.
32 წლის ბრაზილიელმა სანტოსთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ ის სწორედ ბრაზილიური კლუბის აღზრდილია.
ევროპაში გადასვლამდე, 2009-13 წლებში ნეიმარი სანტოსის ღირსებას იცავდა და ჩატარებულ 225 შეხვედრაში 136 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა გაიფორმა.